ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების ცხელი ათეული
ზომა
A

შაბათი, 13 აპრილი / 2013 18:58

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახალ ე.წ. კვარტალური ნუსხის შემუშავების პროცესშია, სადაც კოლიბაქტერიებით დაბინძურებული საკვები პროდუქტებია ჩამოთვლილი. ხსენებულ ნუსხაში სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტის ჩამონათვალია მოყვანილი და ცენტრისვე ინფორმაციით, ხორცპროდუქტებში კოლიბაქტერიების არსებობა ლაბოროტიული შემოწმების შედეგად დადგინდა.




მაშ ასე! როგორ გამოიყურება 2013 წელს ქართულ სარეალიზაციო ქსელში შეძენილი იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

1. შპს "დიდგორი 2010" –ის მიერ წარმოებული შერეული “ფარში” (სწორედ აღნიშნული ხორცპროდუქტი იყიდება "ნუგეშის" ჯიხურებში) - დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. 2. შპს "მარგე"-ს გაყინული ხინკალი _ დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. 3. შპს "ბოკოლას"ხორცის პელმენი _ აღმოჩნდა კოლიბაქტერიები (პელმენი შემოწმედა მესამედ. პირველი ორი შემოწმება განხორციელდა 2012 წლის ივლისში და სექტემბერში. ორივე ჯერზე კოლიბაქტერიებით დაბინძურება დაფიქსირდა). 4. შპს "ვეჯინი"-ს თევზი “ქაშაყი მარილიანი” _ აღმოჩნდა კოლიფორმები და საფუარის სოკო. 5. შპს "მითანა"-ს ძეხვი “მოხარშული” _ აღმოჩნდა კოლიფორმები. 6. შპს "ნიკორა ტრეიდი"-ს სოსისი "რძიანი" - აღმოჩნდა კოლიფორმები. 7. შპს “სმარტ-რუსთაველი” -ის კალმახის ფილე გასუფთავებული _ აღმოჩნდა კოლიფორმები. 8. შპს ”ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე”-ს სოსისი “ვაკის საქონლის” _ აღმოჩნდა კოლიფორმები (“იოლი”-ს გასტრონომიამ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მან უკვე გააფრთხილა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა, რომ თუკი მისი პროდუქცია უვნებელი არ იქნება, “იოლის” გასტრონომია მას გაყიდვაში აღარ მიიღებს).

აღნიშნული ჩამონათვალის გარდა, უახლოესი შემოწმებები ახლახან განხორციელდა და მის შესახებ სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ლია თოდუა გვესაუბრება:

_ ჩვენმა ორგანიზაციამ სასურსათო ქსელში შეიძინა ორცხობილა "ბარნი", რის შემდეგაც მოხდა ეტიკეტის შესწავლა. კვების ექსპერტის განმარტებით პროდუქტში შემავალი ყველა კომპონენტი მართალია დასაშვებია ბავშვთა კვებისთვის. მაგრამ, ერთადერთი კომპონენტი პალმის ზეთის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება არ არის სასურველი ბავშვებისათვის.

_ 2013 წლის მარტის თვეში “ნატურალ +”-ს არაჟნის ნატურალურობის შემოწმების მიზნით სასურსათო ქსელს მივმართეთ. შევიძნეთ შპს "ნატურალ+" ორი დასახელების არაჟანი : არაჟანი “ნატურალ +” (15%-იანი) და “სვანური არაჟანი” (25%-იანი). ორივე დასახელების არაჟანს შემადგენლობაში მითითებული აქვს, რომ პროდუქტი დამზადებულია მცენარეული ცხიმის გამოყენებით. არაჟნები გადავიტანეთ გამჭვირვალე ერთჯერად კონტეინერებში და ჩავაბეთ ლაბორატორიას მათში საერთო ცხიმისა და ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, არაჟანი “ნატურალ +” -ში საერთო ცხიმის შემცველობა 16.5%, ხოლო რძის ცხიმის შემცველობა 0%-ია; ხოლო “სვანური არაჟანში” საერთო ცხიმის შემცველობაა 28.5%, რძის ცხიმის შემცველობა 0%-ია; ანუ, არც ერთი ეს პროდუქტი არაჟანი არ არის.

_ ეს კანონდარღვევაა?

_ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სერიოზული კანონდარღვევაა, ვინაიდან რძის პროდუქტის დასახელებით არ შეიძლება გაიყიდოს პროდუქტი, რომელიც რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს შეიცავს. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

როგორ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს კოლიბაქტერიებით დაბინძურებულმა საკვებმა?!

შოთა ჩხეიძე (ნატოს ექსპერტი კვების უსაფრთხოების საკითხებში):

_ კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას. ბევრი რამე შეიძლება გამოიწვიოს კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ. ესენია _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიები, მენინგიტი და სხვა თანმდევი დაავადებები. კოლიბაქტერია იგივე ნაწლავის ჩხირია და მისით მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით _ გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

თამარ ნაზღაიძე (Geworld.ge-თვის)

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: მაკო
ძალიან გთხოვთ შეამოწმეთ ნიკორას ორაგულის ხიზილალა. ეჭვი მაქვს რომ ნამდვიში არეულია პლასმასისგან დამზადებული ,,ხიზილალა"
წერს: ქეთი
ძალიან გთხოვთ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გამოიკვლიეთ დამოგვაწოდეთ ინფორმაცია მათი ვარგისიანობის შესახებ, განსაკუთრებით საბავშვო პროდუქტების შესახებ
წერს: მარინა
მადლობა მოწოდებული მასალისთვის. გთხოვთ, გააგრძელოთ კვლევა და მოგვაწოდოთ როგორც უარყოფით, ასევე დადებითი შედეგებიც.
წერს: თAთIა
Kარგი იქნება,თუ მხოლოდ სტატიების გამოქვეყნებით არ შემოიფარგლებით!!
წერს: სალომე
რომელი პროდუქტია ვარგისი? აღარ ვიკვებოთ? რა მნიშვნელობა აქვს ექსპერტების დასკვნების გამოქვეყნებას, თუ თუ რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული,
კვებისთვის ვარგისი საკვები პროდუქტები?
წერს: თიკო
რომელი ფირმაც ადგილობრივი საქონლის ხორცით ამზადებს ნახევარფაბრიკატებს ყველა პროდუქტში აღმოჩენილია კოლიბაქტერიები. იქნებ საქონლის სასაკლაოებში შემოწმდეს სანიტარული ნორმები, ერთხელ თუ მაინც გაგჩენიათ ეს აზრი სურსათის უვნებლობის სააგენტოს?
წერს: ტამთა
ლიცენზიის გარეშე არცერთოიპროდუქტი არ უნდა გადიოდეს სავაჭრო ობიექტებზე, ნუთუ არ შეიძლება გადიჭრას ეს პროლემა და ხდებოდეს ყველა პროდუქტის შემოწმება?
წერს: თაკო
ესეიგი მარკეტებში შევდივართ, ვხარჯავთ ამდენ ფულს და რაში? საწამლავში? მიყვარს ასეტი ინფორმაციები და ვცდილობ სულ გავითვალისწინო. კიდევ მოგვაწოდეთ, მადლობთ
წერს: ნატო
პირველი გაფრთხილების შემდეგ უნდა დაიხუროს ის საწარმოები სადაც გამოვლენილი იქნება ასეთი დარღვევები.თორემ მაგათ გამოსწორებას თუ დაველოდეთ ხომ დაავადდა მთელი საქართველოო.ხომ შეიზლება არ იყოს ეს მომწამვლელი პროდუქტი გაყიდვაში
წერს: ნუნუ
ჯერ კიდევ სტუდენტობისას, გვასწავლიდნენ სახკვების ტექნოლოგიაში, რომ გაყინული ფარშის შენახვა და მისი საკვებად გამოყენება რეკომენდირებული არაა...რატომ უშვებთ ქსელში ამ ტიპის პროდუქტებს, თანაც შემოწმებებისთვის ხარჯავთ დროს და თანხებს.
წერს: ნაზი
და მას შემდეგ რაც ადგენთ მავნე პროდუქტებს, სურსათის უვნებლობის სამსახური, არ ხდება რაიმე ტიპის სანქცია? ჯარიმა? პროდუქციის განდგურება,, აღმოაჩინეთ, მაგრები ხართ, მაგრამ შედეგი?? ისევე თავისუფლად დევს ეს პროდუქტები დახლებზე
წერს: მანან
გააგრზელეტ კველევა.მაგრამ ისიც ვიცოდეტ ვარგისი რომელია და საერტოდ კი არის რამე ვარგისი პროდუკტი დღეს გაყიდვაში?
წერს: ნინო
გთხივთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ქართული რძის პროდუქტების შესახებ: რომელი მათგანი მზადდება ნატურალურ რძეზე და რომელია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
წერს: ფატი
ზემოთ ხსენებულმა კვლევის ცენტრმა,არ შეიძლება კვლევა მანამ აწარმოოს ,სანამ დაგვიავადდება შვილები.საგანგაშო და საშიშია,როცა იგებ,რომ უკვე გამოყენებული პროდუქტი თურმე დაავადებული ყოფილა.ხომ ვერ გვეტყვით ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს!
წერს: ნინო
რა სტანდარტებით იკვლევენ? დღეისათვის სურსათის უვნებლობის სტანდარტის განმსაზღვრელი საკანონმდებლო საფუძველი ხომ არ გაგვაჩნია საქართველოში!!!
წერს: ბუხრა
ხედავრთ რა შარშვი ვართ, ყველა წამყვანი ქართული ბრენდი საშიშია ჯამრთელობისთვის, ანუ ნატურალური არ არსებობას საქართველოში, ამდენს რომ იგებთ დალოცვლიებო რაღას გვწამლავთ :) წავედი ისევ თურქული პროდუქცია ვჭამო.
წერს: ელიზა
შედეგად რა გვაქს,რა ზომები იქნა მიღებული?
წერს: მაიკო
დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის
წერს: მაკა
კარგია რომ იკვლევთ და აქვეყნებთ, მაგრამ ისე ნუ იქნება ,,კრება დარჩა მხიარული" ხალხის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასე ძვირი ჯდება.
წერს: თინათინი
მადლობა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ასეთი სასარგებლო ინფორმაციისთვის.შესაძლებელია, თითოეული კვლევის ჩატარებისთვის ფინანსების მოძიების პრობლემა დგას, მაგრამ პრობლემა იქნება რეგიონებშიც. რეგიონებში მომუშავე მეწარმეები როგორ და რა ხარისხის ნახევარფაბრიკატები მზადდება. "გაგენოლის" არ იყოს, ვსიქრობ, მომხმარებელმა ბევრი რამ არ იცის ხშირად მხოლოდ მეწარმის ავტორიტეტს ენდობა
წერს: თამუნა
ყოველ წერს ტარდება ეს ე.წ გამოკვლევები და ყოველ წელს გვესმის ერთი და იგივე ბრენდები. თუ მათი პროდუქტები საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის მაშინ რატომღა არსებობენ ეს ბრებდები? და თუ არსებობენ მაშინ რითი ვერ გამოასწორეს პროდუქციის ხარისხი? თუ არასათანადოდ ატარებთ დამსჯელ და გამაბრთხილებელ ღონისძიებებს? ქართულად და მარტივად რომ ვთვათ კვლევებში კეთილები ხართ მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებთ იმისთვის რომ ან აღმოფხვრათ ეს დარღვევები ან მოეშვათ დაცინვას საზოგადოებისა. მარტივად რომ ვთქვათ თავად მღერით, თავად ცეკვავთ და ბილეთებსაც თავად ყიდით. ამით გეთვლებათ ჭლიური გეგმა კვლევებისა და მერე? შედეი? რისთვის იკვლევთ თუ არაფერი იცვლება ამით? ნუ დაგვცინით!
წერს: გიორგი
ხორცის შემომტანი ერთია და ყველა ფირმა მისგან ყიდულობს ბრაზილიურ თუ ინდურ კამეჩის ხორცს. ჯერ ის რა ხარისხია და მერე იმას ურევენ ათას ქიმიას და საბოლოოდ ძეხვეულში ხორცია 5-10%.
ამდენი მაწონი და ხაჭო რისგან კეთდება, საინტერესოა...
პატრონი როდის ეყოლება ამ ქვეყანას?! როდიდან უნდა დაიწყოს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზურვა?! დაავადმყოფებულია ერი... ნებისმიერს, ასაკის განურჩევლად, ყველას ჯანმრთელობის რაცხა პრობლემა აქვს...
ნორმალურ ქვეყანაში კრიმინალია როცა მომხმარებელს ატყუებ და აქ მხოლოდ სამწუხაროა როცა მომხმარებელს წამლავ!
წერს: ნინო
თოლიას პროდუქტებზე არაფერია სტატიაში დაწერილი.....
წერს: გოგი
ბოლო ბოლო ხომ არსებობობს მაკონტროლებელი ორგანო აქ რომ გვიქვეყნებთ მაგ ჩამონათვალს მიმართეთ პროკურატურას ან შესაბამის ორგანოებს და პასუხი აგოს ყველამ!!!!!!!!!!!!!!
წერს: ავტორი;მანონი
ჩვენს სიცოცხლეზე არავინ ზრუნავს,როდემდე ვიცხოვროთ ასე?
წერს: ოთო
უნდა დაიჭიროთ ამის მწარმოებლები
წერს: მირანდა
სოფელი დაცლილია!!!იქ ყოფნა და პირუტყვის მიხედვა არავის არ უნდა,სუფთა რძის პროდუქთი კი ყველას.
წერს: ლულუ
გამოდის ვეგეტარიანელები უნდა გავხდეთ და მარტო ხილი და ბოსტნეული ვჭამოთ.რა უბედურებაა.ვინმე იფიქრებს ხალხზე?
წერს: გიგი
აუუუ რა გამძლე ერი ვყოფილვართ?!
მადლობა ღმერთო!!!!!!!!
წერს: ავთო
შეიძინეთ სოფლის ნატურალური პროდუქტები.
წერს: ......
არ გრცხვენიათ?! ნიკორას პროდუქტზე როგორ წერთ ესეთ რამეს მეც და ყველა საქართველოში მცხოვრებიც დამეთანხმება რომ ნიკორას სრული ასორტიმენტი სანდო და ხარისხიანია მე ვენდობი ნიკორას უკვე 15 წელია და გთხოვთ ამ ეგრედწოდებულ (ძიშოვი) ბრენდების სიაში ნუ მოახვედრებთ ნიკორას!!!
წერს: ჟორა
ნატოს ექსპერტს ვენაცვალენით.....
წერს: ემიგრანტი
(“იოლი”-ს გასტრონომიამ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მან უკვე გააფრთხილა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა, რომ თუკი მისი პროდუქცია უვნებელი არ იქნება, “იოლის” გასტრონომია მას გაყიდვაში აღარ მიიღებს).
-----------------------------------------------------
რომელი საუკუნეა საქართველოში?!. გასტრონომია კი არა კვების მრეწველობაზე ვინც კურირებს იმ ინსტანციამ უნდა მიიღოს ზომები.ასეთი სტატიები ევროპაში ქვეყნდება სამინისტროების პრესცენტრების მიერ და იღებენ შესაბამის მკაცრ ზომებს...
წერს: ირმა
Aი გენოციდი ამას ქვია
წერს: ნანა
როდის ეშველება ამ ქვეყანას ნეტა? იქნებ გაგვაგებინოთ რომელი პროდუქტებით ვიკვებოთ?....
წერს: ნია
ნიკორას დამცველო - ნიკორას პროდუქციაც ყოფილა მომწამვლელი და მავნე. არც მაღაზია აქვთ მოწესრიგებული, დიღომში. პაშტეტები სითბოში უყრიათ. შენ მანდ მუშაობ ალბათ და იმიტომ გეწვება ალბათ გული.
წერს: თამარი
ძალიან კარგია ასეთ კვლევებს რომ ატარებთ. იქნებ იმას მივაღწიოთ, რომ სახელმფოს ინტერესშიც შევიდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთი განუკითხაობა მონი არცერთ ქვეყანაში არ არის. რა გვეშველება, რით ვიკვებებით:(
წერს: ლია თოდუა
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩემს ინტერვიუში ფრაზის „საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სერიოზული კანონდარღვევაა“ ნაცვლად უნდა იყოს „საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სერიოზული დარღვევაა“.

რაც საქართველოში სავალდებულო შესასრულებლად დადგენილი არ არის, იმის დარღვევა "კანონდარღვევა" ვერ იქნება.
წერს: ვეჯინი
გამოქვეყნბული სტატიაში ცხელი ათეულის მე–4 ადგილს იკავებს ვეჯინის თევზი ,,ქაშაყი მარილიანი" – აღნიშნული ინფორმაცია იძლევა ისეთ შინაარს, თითქოს მწარმოებელი ამ თევზის სახეობის არის ვეჯინი. ჩვენს მომხმარებელს მინდა განუმარტო, რომ ,,ქაშაყი მარილიანის" მომწოდებლია ,,მარშე" ვეჯინის ქსელის მაღაზიებში და ასევე მინდა გაცნობოთ რომ ,,ქაშაყი მარილიანი" შემოწმებულია ამ პროდუქტეზე ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე და შედეგები დადებითია, მასში არანაირი სოკო და კოლიფორმები არ გამოვლენილა. აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
წერს: ნინო
ის მაინც გვითხარით, ხალხო, რა ვჭამოთ და რის არ უნდა გვეშინოდეს?!
წერს: საპო
და არავინ დაისაჯა???
პატრონი არა აქ ჩვენს ქვეყანას?
წერს: დედა
კარგი იქნება თუ სერიოზულად შეამოწმებენ "ნუგეში"-ს მარკეტს,არაა საუბარი ჯიხურზე,დიახ მარკეტს სადაც ძალიან ხშირად ყიდიან ვადაგასულ გაყინულ პროდუქტებს და ასევე იუგურტებსაც,პირადად რამდენიმეჯერ ვუთხარი გამყიდველს და არანაერი სეაქცია არ მოყოლია,ასევე ამაზრზენია როდესაც ორცხობილებს (პეჩენიე)ყიდიან და არ აქვს გადაფარებული და ბუზების პარადია ზედ ჩვენ კი პატარებტან მოგვაქვს ეს ორცხობილები,იკნებ რაიმე სანქცია დაწესდეს ასეთ გაყიდვებზე
წერს: დედა.
გეთანხმებით სწორი შენიშვნააა.მეც მივმართე ერთერთ მარკეტში გამყიდველს თხოვნით რომ დაეფარათ ორცხობილები რომლებიც ,დაფარვის ან შეფუთვის გარეშე იყიდება, მაგრამ არაფერი შეცვლილა.იქნებ მიიგოთ რაგაც ზომები ,რომ თავიდან ავიცილით ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობამ უამრავი დაავადებები.კარგი იქნება თუ დაწესდება სანქციები.
წერს: მიხეილი
მარტო ვერბალურად არ უნდა შემოიფარგლოთ. აღმოჩენილ დარღვევას უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები და სანქციები უნდა დაუწესოთ ამ კონმპანიებს!!! ან საერთოდ გააუქმოდ!!! მაღაზიებში შესვლა და უვარგისი პროდუქტების განადგურება არაა საკმარისი. ეს ნაწარმი საიდანაც მოდის ის საწარმო უნდა განადგურდეს... ესღა გვაკლდა ქართველებს.
წერს: "ნატურალ+"
.... კომპანია „ნატურალ+“ მუშაობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალური დაცვით. შესაბამისი პერიოდულობით ხდება პროდუქციის შემოწმება აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და ვფლობთ დეკლარაციებს პროდუქციის შესაბამისობის შესახებ. გარდა ამისა, სისტემატურად ხდება საწარმოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რის შედეგადაც ვლინდება მინიმალური და, ამავე დროს, მხოლოდ არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომლის აღმოფხვრაც ყოველთვის დაუყოვნებლივ ხდება. მოკლედ შევეხები სტატიაში არსებული ბევრი უზუსტობიდან ერთ-ერთს, რომელიიც მეტად დაუმსახურებელ და სერიოზულ საიმიჯო ნაკლად ექცა კომპანია „ნატურალ+“ს;კომპანიის ხარისხის მართვის სამსახური დაუკავშირდა საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს ქალბატონ ლია თოდუას.გთავაზობთ ამონარიდს პასუხიდან:„რაც შეეხება იმ საკითხს, არღვევს თუ არა კანონს „ნატურალ+“ იმით, რომ მცენარეულ ცხიმს იყენებს არაჟნის წარმოებისთვის – გიდასტურებთ, რომ იმ საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა, რომელიც საქართველოში არ მოქმედებს, კანონდარღვევა არ არის. ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა, მაგრამ არა ქართული კანონმდებლობის დარღვევა. დარწმუნებული ვარ, მე სწორედ ასე ვუთხარი ჟურნალისტს.თქვენი ინტერესების დასაცავად მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობითაც, საქართველოში, მცენარეული ცხიმის გამოყენებით წარმოებული პროდუქტის „არაჟნის“ დასახელებით გაყიდვა კანონდარღვევა არ არის (სამწუხაროდ)"
წერს: ხატია
ე.ი შიშით ვერაფერი ვერ უნდა იყიდო,ყველაფრის შიში უნდა ჰქონდეს ადამიანს.განა ამდენი დაავადებების მიზეზის 90% საკვები არ არის.
წერს: ნათელა
მაინტერესებს გაყინული ქათმის ფარშის ვარგისიანობა, რომელიც იყიდება საბითუმო ქსელებში.
წერს: ლალი
დროა იმოქედოთ
წერს: ნინო
ოჰ რაღა გვიჭირს. რახან კანონდაღვევა არ ყოფილა მცენარეული ცხიმის გამოყენება, იმიტომ რომ თურმე ეს კანონი საქართველოში არ მოქმედებს, გვწამლეთ მაშინ. ესეიგი მეტი გზა არ გვაქვს და არაჟნის ნაცვლად რას ვაჭმევთ ბავშვებს ვინ იცის. ყოჩაღ ნატურალ+, თავისგასამართლებელი მეტი უკეთესი რაღა გინდათ.
წერს: puuuu bliad
es mitana da nikora xo vabshe agar ichmeva kacishvilma ar icis ras g achmeven. da rogor mzaddeba
წერს: ნანინანა
რომელი პროდუქტია უსაფრთხო,ჯობია მოსახლეობას ის აცნობოთ !
წერს: მაკა
მადლობა ამ ინფორმაციისთვის, თორემ ტელევიზორს რომ მოვუსმინოთ პოლიტიკის გარდა სხვა პრობლემები ჩვენ არ გვაქვს!!!
წერს: ბადრი
კარგია, სახელმწიფომ საკვები პროდუქტის შემოწმება რომ დაიწყო და ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდით, მაგრამ როდის დადგება ის დრო, როცა სავაჭრო ქსელში დაბინძურებული და უვარგისი პროდუქცია აღარ გაიყიდება.დროა ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები მიიღოს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
წერს: mzia
gtxovt kidev ufro gaaktiurdit da isic mogvceret , romeli produktia usafrtxo,nu shemoifarglebit oriode kompaniis shemocmebit,shebrdzandit kerdzo obiektebshi , shedit ik sadac chveni shvilebi mtel dges atareben,bagebshi skolebshi ,institutebshi,savadmkofoebis sasadiloebshi ,sanmxedroebtan da es imformaciebi mogvacodon televiziit da reitingic ikneba da ikneb chvenc gadagvarchinot/
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა