ალისტრახოს «მსუბუქი კავალერია» და გიგა ბოკერიას მელაძუობა
ზომა
A

ხუთშაბათი, 16 აგვისტო / 2012 11:25

უცხოეთის ბეჭდვითი მედია თანდათან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილის ხიბლისგან, რომელიც მანვე შექმნა, ვერ ვიტყვით,

რომ ყოველთვის უანგაროდ. თანდათანობა კი იმაში გამოიხატება, რომ კრიტიკულ პუბლიკაციებში, რომლებიც დღეს ასე მომრავლდა, ხარკის მოხდასავით ახსენებენ სააკაშვილის «რეფორმებს», მის «დემოკრატიულ შუქურობას». რაღაცით ხომ უნდა იმართლონ თავი, როცა მათი ნაქები საქონელი გაფუჭდა, ვადა გაუვიდა, ახლა ჯანმრთელობისთვის საშიშია.


Associated Press-ის კორესპონდენტი მარია დანილოვა ამ კვალში დგას და კრიტიკულ პათოსზე «სააკაშვილის კრიტიკოსების» «ბუფერული პლატფორმის» დახმარებით გადადის: «კრიტიკოსთა თქმით, _ წერს იგი, _ სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიული თავისუფლების ხარჯზე გატარდა».

მარია დანილოვა ყოფილი «კავეენშჩიკის», ალისტრახოს, «მსუბუქ კავალერიას» გაუღიზიანებია განსაკუთრებით და წერილსაც ასე იწყებს:

სადაც გინდა წავიდეს, ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიდეოკამერებით აღჭურვილი კაცების ჯგუფი დასდევს. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტები არიან, პირში მიკროფონებს სჩრიან, თავს აბეზრებენ უაზრო შეკითხვებითა და ვულგარული შენიშვნებით.

დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მის სადევნად არიან გამოგზავნილნი.

«ისინი მხოლოდ მუშაობაში კი არ მიშლიან ხელს, გადაადგილებასაც მიზღუდავენ, _ ამბობს დუგლაძე. _ აი ასე უპასუხებს ხელისუფლება ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს».

სააკაშვილი იკვეხნის, რომ საქართველო «დემოკრატიის შუქურად» იქცა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატია კლებულობს: ოპოზიციის ლიდერები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაშინების თაობაზე განცხადებებს აკეთებენ და მთავრობას განსხვავებული აზრის  წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ.

სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ წერტილში მდებარე ეს პატარა ქვეყანა რეგიონში დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ოქტომბრის არჩევნებს და დემოკრატიის მდგომარეობას ამ ქვეყანაში.

არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს, მულტიმილიარდერს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფს უდგას სათავეში, კოლოსალური ჯარიმები დააკისრეს და მოქალაქეობა წაართვეს. გასულ თვეს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ჯგუფმა «საერთაშორისო გამჭვირვალობამ» მთავრობას «არჩევნების წინ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ» მოუწოდა. თებერვალში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ «ოპოზიციური პარტიების, პროფკავშირული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ დაშინებებისა და ზემოქმედების ატმოსფეროს ინტენსიფიკაციის» გამო შეშფოთება გამოხატა.

2007 წელს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრაციის შესაწყვეტად, რომელიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა აკრძალა. სააკაშვილის პოპულარობა დაეცა რუსეთთან 2008 წლის გამანადგურებელი ხუთდღიანი ომის შემდეგაც. ამ ომმა დააზიანა გაღატაკებული ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ადამიანი ლტოლვილად აქცია და განამტკიცა რუსეთის ძალაუფლება ორ სეპარატისულ რეგიონზე.

შარშან პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო გამოსვლა, რომელიც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე. პოლიციელი და მოქალაქე დაიღუპნენ, როდესაც მათ დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა.

56 წლის ივანიშვილმა, რომლის პარტიასაც «ქართული ოცნება» ეწოდება, თავისი ქონების (6,4 მილიარდი დოლარი) დიდი ნაწილი რუსეთის საბანკო და სამთო ინდუსტრიაში დააგროვა და ასობით მილიონი დოლარი საქართველოში,  საქველმოქმედო პროექტებში დახარჯა.

ივანიშვილის მოსვლამ ახალი ენერგია შესძინა და გააერთიანა დანაწევრებული ოპოზიცია და იგი სააკაშვილის მთავარ ოპონენტად იქცა.

«ქართული ოცნება» ძალას იკრებს. ამერიკული ორგანიზაციის «ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის» მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ლიდერობს 36 პროცენტით, მაგრამ თებერვალში მას 47 პროცენტი ჰქონდა, ხოლო ქართული ოცნების მაჩვენებელმა 10 პროცენტიდან 18 პროცენტამდე მოიმატა.

_ მე მას ნიღაბი ჩამოვხსენი: ის არ არის დემოკრატი, ის ნამდვილი დიქტატორია, _ უთხრა ივანიშვილმა «ასოშეიტედ პრესს» ინტერვიუში, რომელიც სააგენტოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან მდებარე რეზიდენციაში მისცა, _ აქ დემოკრატიის სუნიც კი არ დგას.

მას შედეგ, რაც ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა, მის წინააღმდეგ უამრავი საქმე აღიძრა.

მთავრობამ შარშან ივანიშვილს ქართული პასპორტი წაართვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებით ქართველია, მას ფრანგული პასპორტიც აქვს (ის წლების მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში), ხოლო საქართველოში აკრძალულია ორმაგი მოქალაქეობა. ამან რეალურად ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა დასავლეთის პოზიციამ შეარბილა სააკაშვილი და მან მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას აძლევს.

ივანიშვილს რუსული პასპორტიც ჰქონდა, რადგან 1990-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც კამპანია დაიწყო.

ხელისუფლებამ ივანიშვილი თანამგზავრული თეფშების უფასოდ დარიგების, თავისი პარტიისთვის მანქანების შეთავაზებისა და საარჩევნო დაფინანსების სხვა წესების დარღვევის გამო ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმა.

ივანიშვილის მთავარ მოკავშირეს, ფეხბურთელ კახი კალაძეს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილად დაასახელეს. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კალაძის შემოწირულობა ივანიშვილის «ქართული ოცნებისთვის» უკანონო იყო და მას ერთ კვირაში 10 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მისი ანგარიშები დაბლოკილია.

ამასობაში ივანიშვილის აქტივისტები ჩივიან, რომ ადგილობრივი მმართველები ხელს უშლიან კამპანიის ჩატარებასა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

«იმის გამო, რომ აღარაფერს ერიდება, რათა დაბლოკოს ლეგიტიმური პოლიტიკური მეტოქე, სააკაშვილმა, გარკვეული თვალსაზრისით, თავისი, როგორც დემოკრატის, რეპუტაცია შელახა», _ ამბობს ჯემა ფირსტი _ ევრაზიის ჯგუფის კავკასიის საკითხთა ექსპერტი.

ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში მუშაობს, უშიშროების ჩინოვნიკებს ბრალს სდებს იმაში, რომ მას თავისი კოლეგებისა და ივანიშვილის თვალთვალი მოსთხოვეს. ჩაჩუას ემუქრებოდნენ, რომ, თუ ის უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გავრცელდებოდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მისი სექსუალური კავშირი ყოფილ მეგობარ ქალთან.

«ეს დემოკრატია არ არის, ეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ტიპური საბჭოთა მეთოდია», _ ამბობს, 26 წლის ჩაჩუა, რომელიც «მეცხრე არხზე» მუშაობს. ამ არხის მფლობელი ივანიშვილის ცოლია. პროკურატურა მის საჩივარს იძიებს.

გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს. ის არ გააკეთებს კომენტარს ჩაჩუას ბრალდებებზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

ქართული მედია «არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია», _ უთხრა ბოკერიამ AP-ს.

უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ახსენებს ახლახან მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობა, რომლებიც კრიტიკული არიან მთავრობისადმი. ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში და ეს ფაქტი უშიშროების საბჭოს მდივანს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს.

ბოკერია ამბობს, რომ კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ, კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს (?!).

«ეს ახალი ტაქტიკა თავად «ინფო 9»-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან, _ ამბობს ბოკერია. _ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს».

მარია დანილოვა,

Associated Press

P.S. ჩვენს მკითხველს გაუკვირდებოდა, ცნობილ დემაგოგს გიგა ბოკერიას, სხვა პასუხი რომ გაექცა.

თვალთმაქცობს, მელაძუობს, როგორც ყოველთვის, და ნაციონალ-ბოლშევიკების პროვოკატორულ მეთოდებს სხვებს აბრალებს. არსად, არც ერთხელ, არავის დაუფიქსირებია ეს «ახალი დევნის ტაქტიკა», როგორც ბოკერია აფასებს, _ ალისტრახოელებმა შემოიღეს პატრონების კარნახით, შემსრულებლებიც იგივენი არიან.

 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ქართველი
გვახსოვს ბოკერიას ცნობილი ლოზუნგი-"ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე"---და ახლა რა ლოზუნგითაა????
წერს: ქართველი
გვახსოვს ბოკერიას ცნობილი ლოზუნგი-"ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე"---და ახლა რა ლოზუნგითაა????
წერს: დავითი.
ეგ ნაძირალა ისეთივე ავადმყოფია როგორც სააკიანი და დედაც იმისთანა ყავს როგორც მიხას, მის ცოლზე ლაპარაკი არც ღირს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა