მეტი ნევროზი, მეტი ნეგატივი, მეტი უბედურება - რა ხდება გვარამის კაბინეტში კურიერის დაწყებამდე
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 16:02

აფხაზეთის ომის ვეტერანი, მალხაზ თოფურია, სოციალურ ქსელში სარკასტულ ჩანახატს ავრცელებს, სადაც აღწერს, თუ როგორ წარმოუდგენია “რუსთავი 2”-ში საინფორმაციო ეთერის დაგეგმვა. 


“რა ხდება გვარამის კაბინეტში კურიერის დაწყებამდე…

-კრიმინალზე რა გვაქვს ახალი?

-არაფერი ისეთი…

-წინა თვის მკვლელობა გაამეორეთ, თარიღს ნუ მიუთითებთ, მეტი აღშფოთებული ხალხი, ბავშვებს გარეთ რომ ვერ უშვებენ… ხო, ქურდობაც წაამატეთ რამე…  პოლიტიკაში რა ხდება?

-უვიზოს აძლევენ საქართველოს ევროპაში…

-თფუ, მაგათი დედა, როგორ გაგვყიდეს… ვითომ ძაან გვიხარია, ისე გააშუქეთ, აკო მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური ჩაწერეთ ბედნიერი სახეებით და სააკაშვილის დამსახურებად გაასაღეთ. ხო, მაგათ არ უნდათ ინსტრუქტაჟი, იციან რა თქვან. ის სირგო რატიანი იმდენად ქლიავია, თუ არ გააფრთხილე, შეიძლება ამათი დამსახურებაცააო, თქვას…

-ეკონომიკაში გვაქ მძიმედ საქმე… ქადაგიძის წასვლა და ამ დედარღნიანმა ლარმა გამყარება დაიწყო…

-გოცირიძე…..გოცირიძე ვერ ქაჩავს?

-რაღაც აბადა-უბდას აბამს, მარა დამაჯერებლობა აკლია…

-მეტი აბადა-უბდაა საჭირო. ვინმე ენჯეოშნიკები წაამატეთ, სასურველია სათვალიანი ტიპები, ჭკვიანის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდნენ და ქადაგის ძალისხმევად გაასაღეთ… ოდესიდან არის ახალი რამე?

-კი, რაღაცას ბჟუტურებს, გახეულ კაიფშია…

-დამონტაჟებასაც რომ არ ექვემდებარება… სპორტში რა ხდება?

-მოჭიდავეებმა ევროპა მოიგეს…

-ეგ არ გვინდა, ვიღაც სპორტსმენი ყოფილა ავად და იმის ოპერაციაზე გაამახვილეთ ყურადღება, სახელმწიფო არ უფინანსებს, ყურადღებას არა აქცევს და ეგეთები… ამინდი?..

– ხვალ მაგრა ცივა, მინუს 3-5 გრადუსია, თან 10 -15 მეტრი წამში სიჩქარე ქარის…

-ყინვას 5-7 გრადუსი დაუმატეთ, ქარს 20 – 25 მეტრი და ისე გაუშვით…

მეტი ნევროზი, მეტი ნეგატივი, მეტი უბედურება…

ღმერთო, ნუ გამოგვილევ დაქლიავებულ მაყურებელს…”-წერს მალხაზ თოფურია.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: tamari
sicilit gavigude
წერს:
შენ ეტყობა მოამბეს (სიმართლეს) ხარ მიჩვეული და ამიტომ გიკვირს რუსთავი-2 (ტყუილები).
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა