დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როცა კანცლერის თხოვნა - ხელის ჩამორთმევაზე დააიგნორა (ვიდეო)
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 13:58

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა, თუმცა მსოფლიო ლიდერებმა შეხვედრამდე ერთმანეთს არც ხელი ჩამოართვეს და არც ერთმანეთისთვის შეუხედავთ. 


„შეგიძლიათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვათ? - იკითხა ოვალურ კაბინეტში მყოფმა მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუმცა მერკელი ტრამპის მოქმედებას დაელოდა. ტრამპმა კი, თავის მხრივ, მოქმედება არ შეცვალა და სტუმარს მაინც არ შეხედა.

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა 14 მარტს იგეგმებოდა, თუმცა აშშ-ში უამინდობის გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.

ამერიკის პრეზიდენტმა ტრადიცია დაარღვია და გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის კართან შეხვდა, შემდეგ კი, ოვალურ კაბინეტში გაუძღვა. ბარაკ ობამასა და მისი წინამორბედების დროს, უცხოელ ლიდერებს ჩვეულებრივ, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ხვდებოდნენ.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა