გიორგი ვოლსკი რუსთავი 2-ის ჟურნალისტს: თქვენ ხართ მანიპულატორები!
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 13:49

P.S.-ის ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ღებულობენ გზავნილებს, რა საკითხზე გააკეთონ კომენტარები ჟურნალისტებთ და რაზე არა. მტკიცებულებად კი ჟურნალისტმა გიორგი ვოლსკის, 2016 წლის 27 მარტის მიმოწერა აჩვენა. დეპუტატმა დაადასტურა, რომ ასეთი სახის მიმოწერებს მართლაც ღებულობენ მთავრობიდან. "თქვენ ხართ მანიპულატორები", - ასე უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა P.S.-ის ჟურნალისტს.  


P.S.-ის ჟურნალისტი: - "ბატონებო, მოსკოვის მერის მიერ თბილისში საზეიმო ღინისძიების გამართვის ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ნუ გააკეთებთ მესიჯის მოსვლამდე", არის თუ არა ეს, რომ მთავრობა მიგითითებთ გაჩუმდეთ?

გიორგი ვოლსკი:  - აბსოლუტურად არა. ჩვენთვის ეს საკითხი შემდეგნაირად არის აწყობილი. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ, ისინი ამბობენ, სანამ არ ჩამოვყალიბდებით კომენტარს ნუ გააკეთებთ, შეკვეთას ვაძლევთ მთავრობას...

P.S.-ის ჟურნალისტი:  - აქ ეს ნაწილი არ ჩანს...

გიორგი ვოლსკი:  -  არ ჩანს იმიტომ, რომ თქვენ ეს ნაწილი გაწყობთ. თქვენ რა ნაწილიც გაწყობთ... მანიპულატორები ხართ. ეს ინფოები ის კი არაა ვზივართ და ველოდებით რა მოგვივა. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პოზიციის შემუშავებაში. ეს არის შეთანხმებული პოზიცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რომელიც ამ შემთხვევაში ერთი გუნდია. ეს ასე არ მუშაობს, როგორც თქვენ გინდათ წარმოადგინოთ. ეს კონსულტაციების საფუძველზე ხდება.

მე შეიძლება მესიჯი გავუგზავნო, მე შეიძლება ტელეფონით დაველაპარაკო, შეიძლება მივწერეო. თქვენ საიდან ამოიღეთ ეს ინფორმაცია ეს კიდევ საკითხავია.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა