Toyota და Shell ფსონს ჩამოდიან წყალბადის საწვავზე
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 12:24

ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიები, რომლებმაც გადაწყვიტეს წყალბადისთვის უპირატესობის მინიჭება, კონსორციუმის გულუხვად დაფინანსებას ფიქრობენ. ახალი ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობას აპირებენ სხვადასხვა ქვეყნის  მთავრობებთან, რათა დაარწმუნონ ისინი ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაში და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაში.


ახლახან ოცდაათამდე გიგანტურმა სატრანსპორტო, ენერგეტიკულმა და ინდუსტრიულმა კომპანიამ გადაწყვიტა დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ინვესტირება წყალბადის ენერგეტიკის განვითარებასა და წინსვლაში. სხვებისთვის სამაგალითოდ შექმნეს კიდეც სპეციალური საბჭო  Hydrogen Council.

Shell -ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ წყალბადს აქვს დიდი პოტენციალი, ამიტომ აუცილებელია ამის გათვალისწინება, რადგან ენერგეტიკული ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლის სახეს.

გიგანტებს შორის, რომლებმაც დიდი ფულის ჩადება გადაწყვიტეს წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში, არიან Hyundai, Toyota, Shell, სარკინიგზო კომპანია Alstom, BMW AG, Daimler AG, Honda და მრავალი სხვა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიები, რომლებმაც გადაწყვიტეს წყალბადისთვის უპირატესობის მინიჭება, კონსორციუმის გულუხვად დაფინანსებას ფიქრობენ. ახალი ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობას აპირებენ სხვადასხვა ქვეყნის  მთავრობებთან, რათა დაარწმუნონ ისინი ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაში და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაში.

ელექტრონული ტრანსპორტისადმი ინტერესის ზრდის ფონზე წყალბადის წინა პლანზე წამოწევა გამოიყურება, როგორც ნავთობგიგანტებისა და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მწარმოებელთა პოზიციების შენარჩუნების მცდელობა. მოკლედ, კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებით, ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ბუნებრივ აირსა და ნავთობზე კვლავაც შენარჩუნებულია სტაბილურად მაღალი მოთხოვნა. წყალბადთან დაკავშირებული ინიციატივა კი უფრო მომავლის დაზღვევაა. 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა