ჩინეთში ტურისტებისთვის მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპი გახსნეს
ზომა
A

ორშაბათი, 20 მარტი / 2017 11:31

სააგენტო "სიჰგხუა" იტყობინება, რომ  ჩინეთის  სამხრეთ-დასავლეთში  ტურისტებისთვის გახსნეს მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპის Five hundred meter Aperture Spherical Telescope ( FAST) კარი.. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მკვიდრნი და სტუმრები მას უფასოდ დაათვალიერებენ.


FAST ექსპლოატაციაში ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში გაუშვეს, მასზე კი 1994 წლიდან მუშაობდნენ. ტელესკოპის ფართობი 1,6 კმ-ია, ხოლო დიამეტრი _ 500 მეტრი. მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობაზე 180 მლნ დოლარი დაიხარჯა. ტურისტებისთვის  მისი გახსნის შემდეგ რადიოტელესკოპის გარშემო მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად 5 კმ-ის რადიუსში შექმნილია ე. წ. სიჩუმის ზონა. `სიჩუმის ზონაში~ ყველა სახის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის სიგნალის ჩახშობა ხდება. ამას გარდა, სათვალთვალო მოედანზე შესვლამდე დამთვალიერებლები ვალდებულნი არიან, მობილური ტელეფონები, ციფრული ფოტოაპარატები, სმარტ-სამაჯურები, პლანშეტები, ნოუთბუქები და სხვა მსგავსი მოწყობილობები დატოვონ სპეციალურ ადგილას. მაგრამ იმისათვის, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე კომუნიკაციის საშუალებების გარეშე არ აღმოჩნდნენ, იქ განლაგებულია სატელეფონო ჯიხურები, რომლებიდანაც შესაძლებელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერ ნომერზე დარეკვა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ყოველდღიურად ტელესკოპს შეიძლება ეწვიოს 2 ათასი დამთვალიერებელი, რომელთათვისაც ერთადერთი ხარჯი ავტობუსისა და ასტრონომიული მუზეუმის ბილეთების საფასურის გადახდა შეადგენს, რომელიც 7 დოლარს არ აღემატება.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა