გულბაათ რცხილაძე: რაც გინდათ დაარქვით რესპუბლიკელების წიაღიდან ნაშობ პარტიას, უსუფაშვილი რომ უდგას სათავეში, უკვე გასაგებია ყველაფერი
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 16:27

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი პოლიტიკური სუბიექტის შექმნის თაობაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტია პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესებში იგი თავიდან ბოლომდე ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული: ვაპირებ სერიოზულ აქტიურობას. თინა ხიდაშელი არ აპირებს იმ საქმეში აქტიურობას, რომელშიც მე ვიაქტიურებ. აქტიური პოლიტიკით იცხოვრებს, მაგრამ წმინდა პოლიტიკური არ იქნება. ამ მხრივ მექნება შეთავაზება აქტიური პოლიტიკური ადამიანების მიმართ. ქვეყანას სჭირდება ძალიან ფუნდამენტური შველა. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ის საერთო, რომელსაც ერთად გავაკეთებთ, სხვა შემთხვევაში, ჩვენ შიდა საფრთხეები გაგვიმრავლდა და არ შეგვიმცირდა. გარესამყაროში ცვლილებებმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ",- განაცხადა უსუფაშვილმა


კონკრეტულად რა სახის პოლიტიკურ პარტიას ქმნის უსუფაშვილი, რომელ სუბიექტებთან შეიძლება იგი ვიხილოთ კოალიციაში და რას შეცვლის ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ეს ყველაფერი, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს დაუკავშირდა.

გულბაათ რცხილაძე: ჩემი აზრით, ეს თემა საერთოდ ყურადსაღებიც არ არის, იმიტომ რომ, მაგათი ძირითადი პარტია სრულიად ურეიტინგოა და ახლა იმის დაშლის შედეგად კიდევ რაღაც ნაწილაკი რომ იქმნება, რა უნდა იყოს. ეს სასაცილოა, ეს არის ისეთივე დაშლა და ხელახლა აწყობა, როგორც „ნაციონალებმა“ გააკეთეს, თუმცა „ნაციონალების“ შემთხვევაში ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა და დარწმუნებული ვარ, არც რესპუბლიკელებს გამოუვათ. საერთოდ ასეთი გადაჯგუფებები და რაღაც მოჩვენებითი განახლებები, როცა საქმე ეხება რესპუბლიკური პარტიის მსგავს მარგინალურ სუბიექტს, პოლიტიკაში დიდი შედეგის მომტანი არაა. ეს ალბათ უსუფაშვილმაც იცის, მაგრამ როგორც ჩანს, მას სხვა გათვლები აქვს.

რაც შეეხება ზოგადად ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში, ერთი „ლიბერალური“ პარტიით მეტი იქნება ასპარეზზე თუ ნაკლები, ვფიქრობ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც გინდათ დაარქვით რესპუბლიკელების წიაღიდან ნაშობ პარტიას, უსუფაშვილი რომ უდგას სათავეში, უკვე გასაგებია ყველაფერი. ასეთი პოლიტიკური ჭია-ღუები მომავალშიც ბევრი შეიძლება ვიხილოთ, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყვნენ, მათი პერსექტივა არის ნული. მემგონი ამაზე ფიქრი და დროის კარგვა საერთოდ არ ღირს. ესენი არიან პოლიტიკური მკვდრები, მათი ყველა გათვლა და ჩანაფიქრი იდეაშივე განწირულია... 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: ლელა წნორი
თქვენ პოლიტიკური ჭია ღუა უწოდეთ და ხუხაშვილი იმდენს იძახის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეო, რომ მგონი თვითონაც დაიჯერა, და რა ქნას, როგორ უღალატოს ქვეყანას, და ეს „ტალანტი“ როგორ დაუკარგოს?!... ცოდვა არ იქნება?!...
წერს: ნაცა ქექია
აგერ გადმოდგა მაკკეინი ტელევიზორში და ყვირის: \\\"უკრაინაში არავითარი მაიდანი და გადატრიალება არ იყო, ეს გარედან თავდასხმა იყო\\\"-ო! ვიცი რომ რუსეთი ადგას ყელზე და თავისი \\\"ზემლიაკების\\\" მიმართ არაფერს ამბობს, მაგრამ მე სხვა რამის თქმა მინდა.... ბატონო დავით, თქვენი რესპუბლიკური პარტია ხომ ზემოხსენებული პიროვნების ერთი განშტოებაა! არა მარტო თქვენი, არამედ მთელი ქართული პოლიტიკის სპექტრი ოკენისგაღმელების გავლენის ქვეშ არის. გამონაკლისის გარდა, თუ ეს ასე არ არის და თუ ასეთი მართალი ბრძანდებით, რატომ პროტესტი არ განაცხადეთ კოხჰაბიტაციაზე??? შეგიძლიათ მაჩვენოთ ის ხალხი, რომელმაც თურმე დაგიკვეთათ კოხჰაბიტაცია?? მეორე კიდევ ის, რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ მე ერთი უბრალო მოკვდავი დამრწმუნდე თქვენს სიმართლეში და გენდოთ???? არავითარი პირადი! პირიქით ძალიან მიყვარხართ! \\\"მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკან\\\"-ო! ჩემიანს მე სხვაზე არასდროს არ ვცვლი!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა