აშშ _ “დემოკრატიის ციტადელი” თუ ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისთვის
ზომა
A

პარასკევი, 17 მარტი / 2017 11:27

ამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ აშშ მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა მსოფლიოში


ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა The Huffington Post-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობას მსოფლიოში. გამოცემის მიმომხილველი დენ კოვალიკი უარყოფს ამერიკაში გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ისთვის. წერილის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში რუსეთი აშშ-ის მოკავშირე იყო და ევროპა ნაცისტებისგან იხსნა. ამასთანავე, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ XX საუკუნის განმავლობაში აშშგაცილებით სასტიკი და სისხლმოწყურებული იყო”, ვიდრე სსრკ. ამჟამად კი აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს რუსეთის საზღვრებთან.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებულია თვალსაზრისი, თითქოს რუსეთი ამ ქვეყანას საფრთხეს უქმნის, _ წერს The Huffington Post -ის მიმომხილველი, ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების დამცველი დენ კოვალიკი, რომელსაც ერთადერთი რამ მოსწონს ახლახან დაწყებული ტრამპის ეპოქიდან _ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და მასთან თანამშრომლობა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებითაც ორივე სახელმწიფოა დაინტერესებული, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის საკითხის.

ყველაფრის მიუხედავად, ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყებას ჯიუტად ეწინააღმდეგება ამერიკის ისტებლიშმენტი და მასმედია. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა მოახერხეს მაიკლ ფლინის გადაყენება ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიდან, რადგან სურთ, კვლავ გაგრძელდეს ცივი ომი რუსეთთან.

მშვენივრად მესმის, რომ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ხელს აძლევს რუსეთის დემონიზება, რათა გაამართლოს ისედაც უსაშველოდ გაბერილი სამხედრო ხარჯები, მაგრამ გავოგნდი, როდესაც დავინახე, როგორი სიხარულით ხვდება ლიბერალების უმრავლესობა ამ დემონიზაციას და როგორ უწყობს მას ხელს”, _ წერს დენ კოვალიკი.

იმის გათვალისწინებით, რომ “ამერიკელებმა ძალიან ცუდად იციან ისტორია”, ავტორი ცდილობს, მათ შეახსენოს რამდენიმე ისტორიული ფაქტი. “უწინარესად, _ აღნიშნავს კოვალიკი, _ მეორე მსოფლიო ომში რუსეთი აშშ-ის მოკავშირე იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს საწინაამდეგო რამეს ასწავლიან, სინამდვილეში ომი ევროპაში რუსეთმა მოიგო _ ამასთანავე, ამ სახელმწიფომ 20 მილიონი დაკარგა და ნაცისტების 80%- მან გაანადგურა.

მეორე _ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამერიკელს არ მოსწონს ტრამპი, ის მართალი იყო, როდესაც Fox News-ის ჟურნალისტის სიტყვებზე _ “პუტინი მკვლელია”, განაცხადა, რომ ამ მხრივ არც ამერიკის შეერთებული შტატებია უცოდველი. “და მართალია, პრეზიდენტმა ბევრი განაცვიფრა თავისი პირდაპირობით, მან ბევრი რამ ბოლომდე არ თქვა, _ წერს კოვალიკი და თვითონ ცდილობს ტრამპის ნათქვამის დასრულებას.

“1960 წლიდან დღემდე აშშ გაცილებით სასტიკი და სისხლმოწყურებული იყო, ვიდრე რუსეთი. ახლახან გამოცემულ “ცივი ომის ისტორიაში” ჯონ კოატსვორდი წერს: “1960 წლიდან 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე პოლიტპატიმრების, წამებით დახოცილთა და სიკვდილმისჯილთა რაოდენობა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის გაცილებით დიდი იყო ლათინურ ამერიკაში, ვიდრე საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებში. ლათინურ ამერიკაში კი ხშირად ხდებოდა მასობრივი დახვრეტები, რომლებსაც მხარს უჭერდა აშშ...

დღეს რუსეთს ლანძღავენ ყირიმისანექსიისგამო, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწონებით შეხვდა რუსეთთან მიერთებას _ ყირიმელები ბედნიერნი იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებით. რუსეთს ლანძღავენ სირიაში წარუმატებელი სამხედრო კამპანიის გამოც, მაგრამ ამის შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რასაც აშშ აკეთებს სირიაში ან რაც გააკეთა ლიბიაში, ერაყსა და ავღანეთში.

აშშ- 800 სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოში, რუსეთს კი პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრებს გარეთ მხოლოდ ერთი _ სირიაში. ამრიგად, აშშ გაცილებით დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობას მსოფლიოში.

ამასთანავე, აშშ-ის დაპირების მიუხედავად, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის საზღვართან არიან განლაგებულნი, ვაშინგტონმა კი ახლახან პოლონეთს გადასცა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელთა სამიზნეშიც, რა თქმა უნდა, რუსეთი მოექცევა. რუსეთი კი, თავის მხრივ, ანალოგიურად არ იქცევა _ არ გადაჰყავს თავისი ჯარები აშშ-ის საზღვართან და წარმოდგენაც კი არ შეიძლება, რომ ოდესმე ასე მოიქცეს, ანუ ეს რუსეთს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა _ პირიქით”, _ წერს დენ კოვალიკი.

აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია გელაპმა” 2013 წელს მსოფლიოს 65 ქვეყანაში გამოიკვლია საზოგადოებრივი აზრი საკითხზერომელი ქვეყანა უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს მშვიდობას მსოფლიოში?”. სულ გამოიკითხა 66 ათასი ადამიანი. უმრავლესობამ (24%) მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა აშშ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ პაკისტანი (8%) და ჩინეთი (6%).

“დემოკრატიის ციტადელი” _ აშშ, არამხოლოდ XX საუკუნეში რომ იყო გაცილებით “სასტიკი და სისხლმოწყურებული”, არამედ თავისი არსებობის 241 წლის განმავლობაში (მანამდეც), ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ თვალს გადაავლებთ ისტორიას.

* 1661-1774 წლებში აფრიკიდან აშშ-ში გადაიყვანეს 10 მილიონამდე მონა, მათგან აშშ-მდე ცოცხალმა მხოლოდ მილიონმა მიაღწია, 9 მილიონი კი გზაში დაიღუპა.

* 1622-1803 წლებში ამერიკელებმა ინდიელებს _ ადგილობრივ მოსახლეობას წაართვეს კენტუკი, ტენესი, ოჰაიო, ლუიზიანა. დახოცეს მილიონობით ინდიელი.

* 1805-1815 წლებში ამერიკელებმა პირველი ომი დაიწყეს აფრიკაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ოპიუმის ხელში ჩასაგდებად და შემდეგ ინდოეთსა და ინდონეზიაში გასაყიდად.

* 1810 წელს აშშ შეიჭრა ფლორიდის ნახევარკუნძულზე, რომელიც იმხანად ესპანეთს ეკუთვნოდა.

* 1824 წელს ამერიკელები შეიჭრნენ ესპანეთის კუთვნილ კუნძულ კუბაზე.

* 1835 წელს მექსიკელებს წაართვეს ტეხასი.

* 1835_1836 წლებში ორჯერ შეიჭრნენ პერუში, ამბოხების ჩასახშობად და მარიონეტი ხელისუფლების მხარდასაჭერად.

* 1840 წელს ამერიკელები შეიჭრნენ კუნძულ ფიჯიზე _ გადაწვეს და დაანგრიეს რამდენიმე სოფელი.

* 1843_1844 წლებში ორჯერ შეიჭრნენ ჩინეთში ანტიიმპერიალისტური ამბოხების ჩასახშობად.

* 1847 წელს ომებით დასუსტებულ მექსიკას წაართვეს კალიფორნია, აიძულეს, 15 მლნ დოლარად დაეთმო 500 ათას კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია.

* 1851 წელს ამერიკელი სამხედროები შეიჭრნენ არგენტინაში სახალხო მღელვარების ჩასახშობად.

* 1853-1856 წლებში ინგლისელები და ამერიკელები შეიჭრნენ ჩინეთში და სამხედრო მოქმედებით აიძულეს ამ ქვეყნის ხელისუფლება, დათანხმებოდა ამერიკელებისთვის სასურველ სავაჭრო პირობებს.

* 1855 წელს ამერიკელები შეიჭრნენ ნიკარაგუაში, ფიჯიზე და ურუგვაიში.

* 1856 წელს ამერიკელებმა ესპანეთის ყოფილი კოლონია _ ახალ გრანადა (კოლუმბია, ვენესუელა, პანამა, ეკვადორი), აიძულეს ხელშეკრულება გაეფორმებინა პანამის ექსპლუატაციაზე თანაბარი უფლებების შესახებ.

* 1859 წელს ამერიკელები შეიჭრნენ ანგოლაში.

* 1862 წელს ტენესის შტატიდან ქონების კონფისკაციით გააძევეს ებრაელები.

* 1866 წელს თავს დაესხნენ მექსიკას.

* 1868 წელს რამდენჯერმე შეიჭრნენ იაპონიაში სამოქალაქო ომის პერიოდში.

* 1878 წელს ამერიკელები თავს დაესხნენ კუნძულ სამოას.

* 1888 წელს შეიჭრნენ კორეაში.

* 1889 წელს სადამსჯელო ექსპედიცია მოაწყვეს ჰავაიზე.

* 1890 წელს შეიჭრნენ ჰაიტიზე.

* 1891 წელს ამერიკელი სამხედროები დაუპირისპირდნენ ჩილელ ამბოხებულებს.

* 1898 წელს, ესპანეთთან ომის შემდეგ, ამ ქვეყანას წაართვეს ფილიპინები. ამ ომში 600 ათასზე მეტი ფილიპინელი დაიღუპა.

* 1898 წელს დაიპყრეს ჰავაი.

* 1901 წელს ამერიკელი სამხედროები შეიჭრნენ კოლუმბიაში.

* 1903 წელს ამერიკელებმა ჯარები შეიყვანეს ჰონდურასში დომინიკის რესპუბლიკასა და სირიაში.

* 1917_1933 წლებში ამერიკელებმა დაიპყრეს კუბა და ეს ქვეყანა თავიანთი ეკონომიკური პროტექტორატის ქვეშ მოაქციეს.

* 1917 წელს ამერიკელმა მაგნატებმა სიამოვნებით დააფინანსეს სოციალისტური რევოლუცია რუსეთში, რათა გამოეწვიათ სამოქალაქო ომი, ქაოსი, შედეგად კი ქვეყანა გაენადგურებინათ.

* 1918-1922 წლებში ამერიკელები შეიჭრნენ რუსეთში და ამ ქვეყნის ოქროს მარაგის დიდი ნაწილი მიითვისეს.

* 1919 წელს ამერიკელები თავიანთი ინტერესების დასაცავად შეიჭრნენ კოსტა-რიკაში.

* 1941 წელს ინგლისისა და ამერიკის სპეცსამსახურების ძალისხმევით იუგოსლავიაში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება.

* 1945 წელს ამერიკელებმა 2 ატომური ბომბი ჩააგდეს უკვე დამარცხებული იაპონიის ორ ქალაქში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, დაიღუპა ნახევარ მილიონამდე ადამიანი.

* 1948 წელს აშშ-ს განზრახული ჰქონდა, ატომური ბომბები ჩამოეყარა სსრკ-ის 70 ქალაქში, მათ შორის, თბილისში.

* 1947 წელს კომუნიზმთან ბრძოლის მიზნით ამერიკელებმა დააფინანსეს პროამერიკული ძალები, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო კი კლავდა კომუნისტებს.

* 1947_1949 წლებში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ საბერძნეთის სამოქალაქო ომში, მხარს უჭერდნენ ფაშისტებს, “დემოკრატიის დაცვის” საბაბით ჩაერივნენ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში. იტალიას მიადგა აშშ-ის მე-6 ფლოტი.

* 1948_1953 წლებში ამერიკელებმა მოაწყვეს სადამსჯელო ოპერაციები ფილიპინებზე. დაიღუპა ათასობით ფილიპინელი.

* 1949_1953 წლებში ინგლისმა და აშშ-მა რამდენიმე ოპერაცია განახორციელეს ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დასამხობად. ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

* 1950_1953 წლებში მილიონამდე ამერიკელი სამხედრო კორეაში შეიჭრა. ინტერვენტებთან ბრძოლაში ასიათასობით კორეელი დაიღუპა.

* 1953 წელს ირანში დაამხეს პოპულარული პოლიტიკოსის _ მოსადიკის რეჟიმი, რადგან ის ირანის სანავთობე ინდუსტრიას (იმჟამად აკონტროლებდა ინგლისურ-ირანული კომპანია) ნაციონალიზაციას აპირებდა. სამეფო ტახტზე დააბრუნეს შაჰი ფეხლევი.

* 1958 წელს ამერიკელები შეიჭრნენ ლიბანში.

* 1959 წელს ჯარები შეიყვანეს ლაოსში.

* 1960 წელს, მას შემდეგ, რაც ეკვადორის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხოსე მარია ველასკომ უარი განაცხადა ამერიკელების ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებაზე, ამერიკელებმა რამდენიმე სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ეკვადორში და დაამხეს ველასკოს რეჟიმი.

* 1960_65 წლებში ამერიკელებმა დაამხეს პატრის ლუმუმბას მთავრობა კონგოში.

* 1961 წელს ამერიკელებმა მოკლეს დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტრუხილიო, რომელიც თვითონ მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში 1930-იან წლებში. მიზეზი იყო ის, რომ ტრუხილიო არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ამერიკულ კომპანიებსაც ძარცვავდა.

* 1965_73 წლებში აშშ შეიჭრა ვიეტნამში. ამ ომში ამერიკელებმა 14 მლნ ტონა ბომბი ჩამოყარეს. დაიღუპა 4 მლნ ვიეტნამელი, მათ შორის _ 250 ათასი ბავშვი, 58 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი.

* 1973 წელს ამერიკელებმა სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს ჩილეში. მოკლეს პრეზიდენტი ალიენდე, მის ადგილას კი დასვეს გენერალი პინოჩეტი.

* 1974 წელს ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს კვიპროსზე სამხედრო გადატრიალებას, რომლის შედეგად ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში უნდა მოსულიყო ცენტრალური სადაზვერვოს აგენტი ნიკოს სამპსინი. ამბოხება ჩაიშალა, მაგრამ დროებითი ქაოსით ისარგებლეს თურქებმა, კვიპროსზე შეიჭრნენ და დღემდე იქ რჩებიან.

* 1980-იან წლებში ჰონდურასში მოქმედებდა აშშ-ის მიერ მომზადებული “სიკვდილის ესკადრონები”. მათი ხელით დაიღუპა ათიათასობით ადამიანი.

* 1980 წელი _ ოპერაცია “გლადიოს” ფარგლებში აშშ-მა მოაწყო აფეთქება ბოლონიის (იტალია) სარკინიგზო სადგურში. დაიღუპა 86 ადამიანი. მიზანი: კომუნისტების დისკრედიტაცია არჩევნების წინ.

* 1982_1983 წლებში 800 ამერიკელი საზღვაო ქვეითის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტებს ათასობით ლიბანელი შეეწირა.

* 1986 წელს ამერიკელებმა დაბომბეს ტრიპოლი და ბენღაზი (ლიბია). დაიღუპა უამრავი ადამიანი.

* 1988 წელს აშშ-ის სამხედრო ხომალდმა “ვინსენსმა”, რომელიც სპარსეთის ყურეში ცურავდა, ირანის სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა ესროლა და ჩამოაგდო. დაიღუპა 290 მგზავრი, მათ შორის _ 57 ბავშვი.

* 1991 წელს ამერიკელებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ერაყის წინააღმდეგ. დაიღუპა 150 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. მიზეზი: ერაყი თავს დაესხა ქუვეითს. არადა, ქუვეითი საუკუნეების განმავლობაში ერაყის შემადგენლობაში იყო და მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ძალით წაართვეს ბრიტანელმა იმპერიალისტებმა ერაყს.

* 1999 წელს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევითა და გაეროს გვერდის ავლით აშშ და ნატო 75 დღის განმავლობაში ბომბავდა სუვერენულ სახელმწიფოს _ იუგოსლავიას. დაიღუპა 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

* 2000 წელს ამერიკელებმა დაამხეს სერბეთის პრეზიდენტი მილოშევიჩი.

* 2001 წელს ამერიკელები შეიჭრნენ ავღანეთში.

* 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” საქართველოში ამერიკელების ძალისხმევით მოხდა. შედეგად ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში თავზე აჯდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი.

* 2004 წელს _ პროამერიკული გადატრიალება, ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში.

* 2010 წელს ამერიკელების ხელშეწყობით დაიწყო ე.წ. არაბული გაზაფხული _ სახელმწიფო გადატრიალებების სერია ტუნისში, ეგვიპტესა და იემენში; სამოქალაქო ომი ლიბიაში, სირიაში, ბაჰრეინში; საპროტესტო აქციები ალჟირში, მაროკოში, იორდანიაში, ომანში.

* 2011 წელს ამერიკელებმა დაბომბეს ლიბია და ეს ერთ დროს ეკონომიკურად აყვავებული ქვეყანა ახლა სულს ღაფავს.

* 2013 წელს ამერიკელების მხარდაჭერით (პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი) უკრაინის დედაქალაქში მოეწყო ანტისამთავრობო აქციები, შედეგად დაამხეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმი და ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს პეტრე პოროშენკო.

ასეთია ამერიკელების მიერ თითქმის 400 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც კიდევ დაემატება, თუ მსოფლიომ სისხლმოწყურებული იმპერიალისტები არ შეაჩერა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა