ტრამპის წინააღმდეგ ამჯერად თავდაცვის მდივანი და ფედერალური სასამართლო გამოდის
ზომა
A

ხუთშაბათი, 16 მარტი / 2017 16:43

ჰავაის  შტატის  ფედერალურმა  მოსამართლემ    დონალდ  ტრამპის  მიერ  გაცემული საემიგრაციო  ბრძანება  დაბლოკა. ამ ფაქტმა ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერს სერიოზული უთანხმოება აქვს თავდაცვის მდივანთან.


ფედერალური  სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მოსამართლემ  ის  სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც  პრეზიდენტის  მიერ  ხელმოწერილი  ბრძანების  მოქმედების  შეჩერებას  ითვალისწინებდა. მოსამართლის ვერდიქტს  თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, დერიქ უოსტონმა მოსამართლის უფლებამოსილებას გადააჭარბა.  პრეზიდენტის ახალი საემიგრაციო ბრძანება, რომელიც  7 მუსლიმური ქვეყნის  მოქალაქეებისთვის  შეერთებულ შტატებში  შესვლის აკრძალვასა და მიგრანტების მიღების შეჩერებას  ითვალისწინებს.

თეთრი სახლის ლიდერსა და  თავდაცვის მდივანს შორის გაჩენილი სერიოზული უთანხმოების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „დიფენს ნიუსი“ ავრცელებს.  დონალდ ტრამპი და ჯეიმს მეტისი პენტაგონის მაღალჩინოსნების კანდიდატურებზე ვერ თანხმდებიან.  ერთ-ერთი კანდიდატი დიპლომატი ენ პატერსონი იყო, რომელსაც თავდაცვის მდივანი თავის მოადგილედ განიხილავდა. პატერსონი წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი კანდიდატურა ტრამპის მოთხოვნით აღარ განიხილება. თანამდებობაზე თეთრი სახლის ლიდერს მირა რიკარდელის დანიშვნა სურს. მატისი კი მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. 

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა