“ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს!”
ზომა
A

ხუთშაბათი, 16 მარტი / 2017 12:25

ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა


საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დუმს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის _ სებასტიან კურცის თავხედურ განცხადებაზე საქართველოში ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების ცენტრების შექმნის შესახებ, თვალებში შესციცინებს დასავლეთს და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილება.

დასავლეთი კი თავისი ინტერესების გასატარებლად .. მედიაპლურალიზმისა და თავისუფალი სიტყვის დაცვ მიზეზით, ქართული ფასეულობებისთვის ძირის გამოსათხრელად და მართლმადიდებლობის დასაკნინებლად მომართულრუსთავი 2”-, რომელსაცნაციონალური მოძრაობააკონტროლებს, ხელს აფარებს, რათა არ შესრულდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს ტელეკომპანია კანონიერ მფლობელებს არ დაუბრუნდეს. ამით დასავლეთი ფეხქვეშ თელავს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, უფლებებს.

ამ ფონზე ნიშანდობლივია თურქეთის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის განცხადებები, რომლებმაც დასავლეთი ტერორიზმის მხარდაჭერასა და ფაშიზმში დაადანაშაულეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ბრალი დასდო ტერორისტების მხარდაჭერაში. თურქულ ტელეარხ Haber Turk-ისთვის 13 მარტს მიცემულ ინტერვიუში ერდოღანმა ასე მიმართა ანგელა მერკელს:

ქალბატონო მერკელ, რატომ აძლევთ თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ტერორისტებს? რატომ არაფერს აკეთებთ? ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს”.

ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, რომელ ტერორისტებს გულისხმობდა, მაგრამ მიანიშნა ქურთისტანის მუშათა პარტიაზე, რომელსაც თურქეთი, ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თურქეთის ლიდერმა მერკელი მწვავედ გააკრიტიკა ნიდერლანდების მხარდაჭერისთვისაც ამ ქვეყანასა და თურქეთს შორის 11 მარტს წარმოქმნილ სკანდალურ სიტუაციაში, როდესაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ნიდერლანდებში შესვლის უფლება არ მისცა.

ნიდერლანდების ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ ნიდერლანდები ფაშისტური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულისკენ მიექანება.

ლუკა მაისურაძე

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა