ვისკენ იხრებიან ევროპელი ახალგაზრდები?
ზომა
A

ოთხშაბათი, 15 მარტი / 2017 14:49

ევროპაში დამკვიდრებულია კლიშე, რომლის თანახმად ხანდაზმული ადამიანები ირჩევენ ევროსაბჭოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ პარტიებს, ახალგაზრდობა კი თითქოს აღფრთოვანებულია ერთიანი ევროპით, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩენებს, წერენ Die Welt-ის მიმომხილველები.


გერმანია

მაგალითად, ლანტაგის არჩევნების დროს საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეში შარშან პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” კარგი შედეგი მიიღო სწორედ ახალგაზრდა ამომრჩევლების წყალობით. 18-დან 25 წლის ასაკამდე ამომრჩეველთა აქტიურობამ პარტია ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალად აქცია აღნიშნულ მხარეში. ალტერნატიველებმა ქრისტიან-დემოკრატებს 10 პროცენტით გაუსწრეს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ცუდმა ეკონომიკურმა ვითარებამ რეგიონში, მაგრამ გერმანიის სხვა ფედერალურ მიწებში არსებული სიტუაცია დასახელებულ რეგიონში არსებულისგან დიდად არ განსხვავდება, და პრინციპი _ “რაც უფრო წლოვანია ამომრჩეველი, მით უფრო ხშირად ირჩევს “ალტერნატივას გერმანიისთვის” _ ყოველთვის არ მართლდება. განსხვავება არც ისე დიდია. მაგალითად, ფედერალურ მიწაში მელკენბურგი-წინა პომერანია, სადაც ასევე არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებაა, 2016 წელს “ალტერნატივამ გერმანიისთვის” ახალგაზრდა ამომრჩევლების ხმათა 15 პროცენტი მიიღო. ამასთან, ამომრჩეველთა სხვა კატეგორიებში მას ხმა მისცა 21 პროცენტმა.

საფრანგეთი

როგორც ცნობილია, აპრილში საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ახალგაზრდა ამომრჩეველთა შორის აბსოლუტურ ფავორიტად მიიჩნევენ მემარჯვენე რადიკალების მიერ წამოყენებულ კანდიდატს _ მარინ ლე პენს, რომელსაც ხმების 34 პროცენტის მოპოვების შანსი აქვს, რაც ორჯერ აღემატება ემანუელ მარკონისა და ფრანსუა ფიიონის მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებელს _ 18-18 პროცენტს.

“ბევრ ახალგაზრდა ამომრჩეველს იზიდავს პარტიის მეთაურის დაპირება, რომ იზოლაციის პოლიტიკის განხორციელებით შეძლებს ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას”, _ ამტკიცებს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტი კარსტენ კოშმიდერი.

ნიდერლანდები

ამ ქვეყანაში არჩევნები 15 მარტს გაიმართება. 18-დან 28 წლამდე ასაკის ამომრჩევლების პოზიცია მკვეთრად მარჯვნივ გადაიხარა. ახალგაზრდებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ჰერტ ვილდერსის “თავისუფლების პარტია”. უკანასკნელმა ორმა გამოკითხვამ (2016 წლის დასასრული და 2017 წლის დასაწყისი) წარმოაჩინა, რომ ამ პარტიას ხმას მისცემს 27 პროცენტამდე ახალგაზრდა ამომრჩეველი. ეს მოძრაობა ყველაზე უფრო პოპულარულია ნიდერლანდების ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის.

იტალია

უკვე რამდენიმე წელიწადია, იტალიაში “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” დიდად პოპულარულია, უპირველესად, ახალგაზრდა ამომრჩევლებში.

პოლონეთი

ანალოგიური ვითარებაა პოლონეთშიც. უკანასკნელმა არჩევნებმა ყველას დაანახვა, რომ პარტია “უფლება და სამართლიანობა” (PIშ), რომელიც ევროკავშირთან კონფრონტაციის კურსს განახორციელებს, განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პარტიის მიერ წამოყენებულ კანდიდატს _ ანჯეი დუდას ხმა მისცა 18-დან 25 წლამდე ამომრჩევლების თითქმის 60 პროცენტმა.

საით მიდის ევროპა, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა