The Wall Street Journal: ტრამპმა გააცოფა ობამა
ზომა
A

ოთხშაბათი, 15 მარტი / 2017 14:42

ტრამპმა გააცოფა თავისი წინამორბედი ობამა, როცა მას სატელეფონო საუბრების მიყურადების ორგანიზება დააბრალა.


ობამამ გადაწყვიტა, ტრამპის სიტყვებზე საჯარო რეაგირებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ეს გამოხდომა “უდიდეს შეურაცხყოფად” მიიჩნია და გაცოფდა კიდეც, იტყობინებიან საქმეში ჩახედული წყაროები. მარტის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დროს, 2016 წლის ოქტომბერში, მოქმედი პრეზიდენტი ობამა უსმენდა “ტრამპ ტაუერის” სატელეფონო საუბრებს. მან ბრალი დასდო აშშ-ის ექსპრეზიდენტს უზნეო საქციელში “საკრალური საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას”.

ობამას ოფიციალური წარმომადგენელი კევინ ლუისი ბრალდების უარყოფით გამოვიდა. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ობამას, არც თეთრი სახლის თანამშრომლებს არ გაუციათ ბრძანება ამერიკელი მოქალაქეებისთვის თვალთვალის დასაწესებლად. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა, საჯაროდ უარეყო მიყურადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა