China Daily: ჩინეთი რუსეთის დახმარებით მსოფლიოში პირველ სამოქალაქო წყალქვეშა ნავს ააგებს
ზომა
A

ოთხშაბათი, 15 მარტი / 2017 14:36

ეს მოხდება 2017 წლის ბოლოს: რუსი მეცნიერების დახმარებით ჩინეთში დაასრულებენ წყალქვეშა ნავის აგებას, რომელიც სამოქალაქო საჭიროებისთვის იქნება გამოყენებული.


ეს უნიკალური პროექტი ხორციელდება რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გამოკვლევების საფუძველზე და მათი დახმარებით.

წყალქვეშა ნავს ააგებს კომპანია Tianjin Ostar Underwater. ამ კომპანიის მთავარი მენეჯერის მოადგილის _ ცზოუ იუნჩუნხეს განცხადებით, წყალქვეშა ნავის ტევადობა 20-დან 40 მგზავრზეა გათვლილი. სუბმარინა წყალქვეშ 24 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ჩინეთის მსხვილმა ტურისტულმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ამ სიახლის თავიანთ საქმიანობაში გამოსაყენებლად.

ცზოუ იუნჩუნხეს თქმით, სუბმარინის პროექტის დასამუშავებლად მისმა კომპანიამ რუსეთის რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით შექმნა ერთობლივი საწარმო _ Ostar Sino-Russia joint Marine Technology Research instutite.

“ერთი სარტყელი _ ერთი გზა” სტრატეგიის განვითარება, ქმნის უდიდეს შესაძლებლობებს ჩვენნაირი კომპანიებისთვის, _ თქვა მან, _ რომლებიც ცდილობენ რუსეთთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარებას”. ჩინელმა მენეჯერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მათი პროდუქცია ტურისტული ბიზნესისთვის შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, ვიეტნამში, ტაილანდში, საბერძნეთსა და თურქეთში. მან ისიც აღნიშნა, რომ 2017 წლის აპრილის შემდეგ ხელისუფლების მხარდაჭერით უფრო მეტ რუს მეცნიერს დაასაქმებენ თავიანთ კომპანიაში.

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა