გივი ბერძენიშვილი: სტალინის ეპოქა ჩვენი სამშობლოს ოქროს ხანა იყო!
ზომა
A

ოთხშაბათი, 08 მარტი / 2017 12:16

სტალინთან დაკავშირებით, ისტორიულ ფაქტებთან ერთად, უამრავი სიცრუე და ჭორი იწერებოდა და იწერება. მინდა გაგაცნოთ, რას  წერ სტალინზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სტალინის ეპოქის გამოჩენილ მკვლევარი, რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერი, ენერგეტიკისა და სამხედრო აკადემიების ნამდვილ წევრი, აკადემიკოსი, მწერალი, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი _ გივი ბერძენიშვილი:


მაშინდელი საქართველო ერთ მილიონამდე მოსახლესაც ვერ ითვლიდა და იყო ჩამორჩენილი კუსტარულ-აგრარული, ღატაკი, გაუბედურებული ქვეყანა! სტალინმა უმოკლეს დროში 1946-1952 წ, საქართველო გახადა მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა, რომლიც საერთო ეროვნული პროდუქტის მიხედვით მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ხუთეულში მოხვდა ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული ეროვნული სიმდიდრის მიხედვით, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.

 სტალინმა ქვეყანას მისცა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო დემოკრატიული და ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული კონსტიტუცია უნიკალური, დაქირავებულის უფლებების დამცველი შრომის კოდექსით და ასევე ჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის დამცველი სისხლის სამართლის კოდექსით. სტალინმა სამუდამოდ აღკვეთა უმუშევრობა. საქართველოს ისტორიაში პირველმა და უკანასკნელმა დააკანონა 7-საათიანი სამუშაო დღე და 5-დღიანი სამუშაო კვირა.

 სტალინმა ხალხს მისცა უფასო სწავლა-განათლება, უფასო მკურნალობა, უფასო ბინა, უფასო დასვენება და მკურნალობა კომფორტულ სანატორიუმებში, სიმბოლური ფასები წამალზე, პურსა და საერთოდ საკვებ პროდუქტებზე, ფართო მოხმარების საქონელზე, ყოველდღიურ მოხმარების საგნებზე, კომუნალურ მომსახურებაზე!

სტალინმა უმოკლეს დროში არნახულ სიმაღლეზე აიყვანა ქართული მეცნიერება, განათლება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, კინო, თეატრი.1941 წელს გაცხარებული ომის პირობებში დააარსა ქართული მეცნიერებათა აკადემია, თავისი ფრიად ეფექტური საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტებით.

სტალინურმა ეპოქამ შობა და აღზარდა კოჰორტა უდიდესი, მსოფლიო დონის მეცნიერებისა, რომელთაგან 34 გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ხოლო 50 იმავე აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ეს იყო მეცნიერების ნამდვილი ტრიუმფი, რომლის მსგავსისთვის არ მიუღწევიათ არამც თუ საქართველოს მსგავს მცირერიცხოვან, არამედ მსოფლიოს ბევრ მრავალრიცხოვან ერებს.

სტალინმა აგვიშენა ქალაქი რუსთავი თავისი უნიკალური მეტალურგიული კომბინატით. ქუთაისში აგვიშენა საავტომობილო ქარხანა და გადააქცია იგი ინდუსტრიის მშენებელ ქალაქად. სტალინურმა ხუთწლედებმა საქართველოს აუშენა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურები: ზაჰესი, რიონჰესი, ხრამჰესი I, ხრამჰესი II, აწჰესი, ლაჯანურჰესი, სოხუმიჰესი, ჩითახევჰესი და ბევრი უფრო მცირე სიმძლავრის ჰესი.სტალინმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს ენგურჰესს! სტალინმა დააშრო კოლხეთის ჭაობი და იგი ჩაის კულტურისა და ციტრუსების წალკოტად აქცია.იორისა და ალაზნის სარწყავი სისტემებით, გააათკეცა გვალვისაგან გადამწვარი სავარგულები. სტალინმა მსოფლიოს დაუბრუნა შოთა რუსთაველი, საქართველოს _ ილია და ვაჟა, აგრეთვე, დიდი ივანე ჯავახიშვილი. სტალინმა გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია, ქართულ ეკლესიას აღუდგინა ავტოკეფალია.

სტალინმა გადაარჩინა და საქართველოს დაუბრუნა მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატაცებული ქვეყნის ხაზინის ფასდაუდებელი ოქროს ფონდი. 1931 წელს მან აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შემოუერთა საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. სტალინმა ომის დამთავრებისთანავე ქლუხორის მხარე შემოუერთა საქართველოს, ასობით სოფლით, დაბით და ათასობით კვ. კილომეტრი ტერიტორიით  და რომ ამერიკას 1945-ში ატომური ბომბი არ აეფეთქებინა, სტალინი მზად იყო, თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიები დაებრუნებინა.

1949 წელს, როცა საბჭოეთმა ატომი მოიპოვა, სტალინი ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს, მაგრამ მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა ჩაშალა ეს საქმე.

1922 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე იხილებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი. ლენინი, ტროცკი და პოლიტბიუროს სხვა წევრები მოითხოვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას, რათა შეეკოწიწებიათ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სტალინი ჩვეული სიმტკიცით წინ აღუდგა ამ იდეის განხორციელებას, დაარწმუნა ლენინი, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი არის სამაჩაბლო, ძველთაძველი ქართული მიწა და მისი გაიგივება ოსეთთან დაუშვებელიაო. ლენინი იძულებული იყო, წასულიყო კომპრომისზე, სამხრეთ ოსეთი დატოვა საქართველოს შემადგენლობაში, ოღონდ ავტონომიური ოლქის სტატუსით.

 სტალინმა 1950 წელს შექმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რაც იყო წინაპირობა ავტონომიების ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვინც კარგად იცის საქართველოს მთელი ისტორია, ალბათ, დამეთანხმება, რომ სტალინის ეპოქა იყო ოქროს ხანა ჩვენს სამშობლოში.

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

ახალი სტატიები
მსოფლიოს არხები და გაზეთის PDF ვერსია
ბოლო ნომერი (#385)
"ისტორიული მემკვიდრეობა"

ყურადღება: არანორმატიული და უხამსი ლექსიკის შემცველი კომენტარები არ გამოქვეყნდება. კომენტარები გამოქვეყნდება სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე. 18 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები გამოქვეყნდება მეორე დღეს.
წერს: giorgi
სრული ჭეშმარიტებაა!
წერს: nana
martalia is rom cocxali yofiliyo arc ese daviyofodit teritoriebad da arc ase gagvichirdeboda
წერს: თორნიკე არველაძე
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული!
კომენტარები Facebook კომენტარები
გაგზავნა
კომენტარი წარმატებით დაემატა!
Rss დასაწყისი
"ისტორიული მემკვიდრეობა" (ყველას ნახვა/არქივი)
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" ონლაინ ვერსია
  EISSN 2233-3908

© საქართველო & მსოფლიო 2017. ყველა უფლება დაცულა